logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

გურამ დუმბაძე - სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებით, დავავალდებულეთ შემსყიდველი ორგანიზაციები, გავწეროთ ხარისხის ყველა კომპონენტი

გურამ დუმბაძე - სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებით, დავავალდებულეთ შემსყიდველი ორგანიზაციები, გავწეროთ ხარისხის ყველა კომპონენტი

1789649607

281-ე დადგენილებით, რომელიც მივიღეთ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, დავავალდებულეთ შემსყიდველი ორგანიზაციები, რომ გავწეროთ ხარისხის ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა ხარისხიანი სამშენებლო პროდუქტის მისაღებად, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის

ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ  რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა. 
მისი თქმით, თუ აღნიშნული კომპონენტები იქნება დაკმაყოფილებული, შემდგომ არის უკვე მისი ფასი მნიშვნელოვანი.

„ქართულ შესყიდვების სისტემაში ფასი არის ყოველთვის ბოლო კომპონენტი, ჩვენ რაზეც ვვაჭრობთ და რაზეც ვაკეთებთ აქცენტს. ჩვენი შესყიდვების სისტემაში, როდესაც ტენდერს ვაცხადებთ, წინანდება შემოდის, შემყიდველი ორგანიზაცია ამაზე მუშაობს და ამოწმებს. მანამდე არის

მთელი რიგი პროცედურები ხარისხის კომპონენტთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს მონაწილე ეკონომიკურმა ოპერატორმა. სხვა შემთხვევაში მის ფასს აზრი არ აქვს. ხარისხის სისტემა დიდი ხანია არსებობს. უბრალოდ, როდესაც ჩვენ რეფორმის ფარგლებში უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა, დავიწყეთ ხარისხის კომპონენტების ჩამოყალიბება და გაწერა, რა უნდა დააკმაყოფილოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ. ეს სისტემა შეიძლება მანამდეც არსებობდა,

მაგრამ თუ ხარისხი არ გვქონდა გაწერილი, ვერაფერსაც ვერ შეამოწმებდა შემსყიდველი ორგანიზაცია. ამიტომ, ამ რეფორმის ფარგლებში, ჩვენ იგივე 281-ე დადგენილებით, რომელიც მივიღეთ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, დავავალდებულეთ შემსყიდველი ორგანიზაციები, რომ გავწეროთ

ხარისხის ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა ხარისხიანი სამშენებლო პროდუქტის მისაღებად: იქნება ეს საღებავი, იქნება ეს ლამინატი, მოსაპირკეთებელი მასალა, ბეტონის მარკიანობა თუ ა.შ. ყველა ხარისხობრივი კომპონენტი ჩვენ გაწერილი გვაქვს, ჯერ ამას ვამოწმებთ,  თუ

დააკმაყოფილებს, შემდგომ არის უკვე მისი ფასი მნიშვნელოვანი და ფასის მიხედვით შემდგომ ხდება გამარჯვებულის გამოვლენა“,- განაცხადა გურამ დუმბაძემ.

გამოგვყევით