logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA-ს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი Smart Stay გაიმართება

GITA-ს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი Smart Stay გაიმართება

1789629372

26-27 სექტემბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი სახელწოდებით „Smart Stay“ მესამედ ჩატარდება.

პროექტის მთავარი მიზანია სასტუმრო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და პროტოტიპების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ქვეყანაში ინოვაციური მეწარმეობის განვითარებას.

ჰაკათონში ჩართვა შეუძლია 16 წლიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც ინდივიდუალურად, ისე 2-4 წევრიანი გუნდის შემადგენლობით. პროექტში მონაწილეობა დეველოპერებს, დიზაინერებს, მარკეტერებს, ინჟინრებს, სტუდენტეს, ასევე ტურიზმისა თუ სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ.

36-საათიანი ინტენსიური სამუშაო პროცესის განმავლობაში მონაწილე გუნდები თელავის ტექნოპარკის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიით ისარგებლებენ და პროექტებზე ინდუსტრიის წამყვანი მენტორების მხარდაჭერით იმუშავებენ.

ღონისძიების დასკვნით ეტაპზე კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს, რომელსაც პროტოტიპის შემდგომი განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის 10,000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცემა.

პარტნიორი კომპანიები ჰაკათონზე საკუთარ რჩეულ გუნდებს გამოავლენენ,  სპეციალურ პრიზებს დააწესებენ და მონაწილეებს სამომავლო თანამშრომლობასა თუ პროდუქტების პრაქტიკულ ტესტირებას შესთავაზებენ.

რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე, 2026 წლის 20 სექტემბერის ჩათვლით. 

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: Silk Hospitality, რომელიც მონაწილეებს რეალურ ინდუსტრიულ გამოწვევებს წარუდგენს, უმასპინძლებს ფინალურ დემო დღეს და საუკეთესო გუნდებს პროდუქტის საკუთარ ობიექტებში გატესტვის შესაძლებლობას მისცემს; ასევე KA Group; ყვარლის ტბის რეზორტი; სასტუმრო „ეპიზოდი“; ჯინო ჰოლდინგი; სასტუმრო „ესკიზი“ და ზუზუმბო რეზორტი & სპა.

გამოგვყევით