logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ვერ ვაკეთებთ გათვლებს, თამაშის წესები არ არის განჭვრეტადი" - რას ითხოვს განახლებადი ენერგიების ასოციაცია

განახლებადი ენერგიების ასოციაცია ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სექტორთან  ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრის ორგანიზებას  სთხოვს. 

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა "ბიზნესპარტნიორთან"  საუბრისას განაცხადა, ხშირად გადაწყვეტილებები ისე მიიღება, რომ ბიზნესს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და კერძო სექტორს ფაქტის წინაშე დადგომა უწევს. 

"გვირჩევნია მოხდეს წინასწარი კომუნიკაცია, დიალოგი იყოს გახსნილი და ვიცოდეთ თამაშის წესები, რომლითაც იხელმძღვანელებს სახელმწიფო, იმისთვის რომ არ დავდგეთ უზარმაზარი რისკების წინაშე. რაც რამდენიმე დღის წინაც მოხდა. ბირჟაზე გარკვეული ვაჭრობები ჩაიხსნა. გადაწყვეტილების  ლოგიკა გასაგებია, არ ხდებოდა ვაჭრობა,  მაგრამ პრობლემა არის ის, რომ კერძო სექტორს არ აქვს ხოლმე წინასწარ ინფორმაცია.  ეს კი მათთვის ნეგატიური სიგნალია, რადგან  ჩვენ ვერ ვაკეთებთ გათვლებს, პროგნოზირებას, არ არის განჭვრეტადი თამაშის წესები. დღეს საუბრობენ იმაზე, რომ არსებული ინვესტორები განიცდიან ამ მდგომარეობას, მათ უჭირთ მომავალი წლის დაგეგმვა და  შემოსავლების და ხარჯების წინასწარი პროგნოზი. შესაბამისად, ბიზნესისა და სახელმწიფოს კომუნიკაციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მე მინდა ვთხოვო სამინისტროს, რომ უზრუნველყონ შეხვედრა, გახსნილი დიალოგის ფორმატით, რომ სექტორმა სამუშაო რეჟიმში თქვას თავისი სათქმელი და მომავალ წელთან დაკავშირებული ხარჯების ჰეჯირების ნაწილში ბიზნესისა და სახელმწიფოს პარტნიორობამ თავისი შედეგი გამოიღოს."-აღნიშნა მაია მელიქიძემ. 

გამოგვყევით