logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"უცხოელების ნდობას საქართველოს მიმართ, უსაფრთხოება, მშვიდობა და ლოიალური საგადასახადო გარემო განაპირობებს"

"უცხოელების ნდობას საქართველოს მიმართ, პირველ რიგში, უსაფრთხოება, მშვიდობა და ლოიალური საგადასახადო გარემო განაპირობებს“ - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელმა პაატა კოკაიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს.

"ბოლო 5-6 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ზრდის დინამიკა ფიქსირდება. 2022 წლიდან ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 5-8%-ის ფარგლებშია, რაც უცხოელების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია," - აღნიშნავს პაატა კოკაია. 

გამოგვყევით