logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ავთანდილ კასრაძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა განვითარდეს

ავთანდილ კასრაძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა განვითარდეს

1790675715

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის  ავთანდილ კასრაძის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა განვითარდეს და კონკრეტულ პარტნიორობაში, ინვესტიციებსა და ახალ ბიზნეს შესაძლებლობებში გადაიზარდოს.

თბილისის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლები იტალიურ სტარტაპებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნეს.

“ჩვენი მიზანია, დავაკავშიროთ ორი ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემები, გავხსნათ ახალი ბაზრები ქართული სტარტაპებისთვის და შევქმნათ საფუძველი ერთობლივი ტექნოლოგიური პროექტებისთვის”,- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

შეხვედრაზე იტალიელმა სტარტაპებმა ქართველ მონაწილეებს საკუთარი საქმიანობა და ინოვაციური გადაწყვეტილებები გააცნეს. შეხვედრის პროგრამა ასევე მოიცავდა სახელმწიფო სააგენტოების ((GITA, ITA)) პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიასა და ინდივიდუალურ B2B შეხვედრებს.

ვიზიტი საქართველოს რეგიონებშიც გაგრძელდება. 29 სექტემბერს იტალიური სტარტაპები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ეწვევიან, სადაც ისინი საქართველოს რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლებს, სტარტაპებსა და ტექნოლოგიური სფეროს სხვა მონაწილეებს შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შესაძლებლობებს და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

გამოგვყევით