logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

1790677248

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საფინანსო, ვაჭრობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

ხაზი გაესვა საქართველოს ფისკალური რეფორმების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და ფისკალური დისციპლინის როლს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. ასევე, საუბარი შეეხო დაკავშირებადობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების როლს.

ლაშა ხუციშვილმა კოლეგას გააცნო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციები და მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

დასასრულს, მინისტრებმა თანამშრომლობის გაგრძელების და შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოთქვეს. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

გამოგვყევით