logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

"თამბაქოს დაბეგვრის ახალმა წესმა ბაზარზე დისბალანსი შექმნა" - თამბაქოს კონტროლის ალიანსი

საქართველოში თამბაქოს დაბეგვრის ახალი წესის ამოქმედებიდან შვიდი თვის შედეგები აჩვენებს, რომ სიგარეტის გაძვირების ნაცვლად ბაზარზე იაფი ადგილობრივი პროდუქტის წილი გაიზარდა, რასაც, თამბაქოს კონტროლის ალიანსის შეფასებით, როგორც ფისკალური, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით უარყოფითი შედეგები მოჰყვა.

ალიანსის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ნახევარში თამბაქოდან ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი ნომინალურად 3.9%-ით, 750.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური შემოსავალი 1.3%-ით შემცირდა. ამასთან, ადგილობრივი სიგარეტის გაყიდვები 26%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ამ სეგმენტიდან ბიუჯეტში მიღებული თანხა 13.8%-ით შემცირდა. მთლიანად სიგარეტის გაყიდვები კი 0.5%-ით გაიზარდა და 184.2 მილიონ კოლოფს მიაღწია.

„როდესაც უცხოური სიგარეტი გაძვირდა, მომხმარებლებმა მოწევას თავი კი არ დაანებეს, არამედ უფრო იაფ, ადგილობრივ ალტერნატივაზე გადავიდნენ. შედეგად, სიგარეტი ხელმისაწვდომი დარჩა, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც“, - აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

ალიანსის შეფასებით, პრობლემის გამოსასწორებლად საჭიროა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის არსებული საგადასახადო შეღავათების გაუქმება, ფიქსირებული აქციზის გაზრდა და გადასახადის ავტომატური ზრდის მექანიზმის შემოღება, რომელიც აქციზს ინფლაციაზე მაღალი ტემპით გაზრდის.

გამოგვყევით