logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" 4 გამარჯვებული ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა - GITA

"₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" 4 გამარჯვებული ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა - GITA

1790584464

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25,000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ოთხი გამარჯვებული ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვემო ქართლის რეგიონიდან, მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა.

გამარჯვებული სტარტაპებია: Dermio, Legal OS, Edumate, Paycon.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. გრანტის მიღება სამიზნე რეგიონებში ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს შეუძლიათ.

2026 წელს საგრანტო პროგრამა საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 30 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.

გამოგვყევით