logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან

60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან

1790866251

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს კომპანიების საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტების განვითარებას. ამჯერად, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს სატენდერო გარანტიის მიღების კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს - ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში სატენდერო გარანტიაზე 60%-მდე ფასდაკლება მოქმედებს.

ეს სიახლე ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, სატენდერო გარანტია სრულად ციფრულად, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშე, მცირე დროში მიიღონ. პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია: განაცხადის შევსება, დამტკიცება და გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდან წუთებში ხდება.

სატენდერო გარანტია აუცილებელი ფინანსური ინსტრუმენტია სახელმწიფო თუ კერძო შესყიდვებში მონაწილეობის მისაღებად, რადგან ის აზღვევს შემთხვევას, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.

“მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება და მათი ყოველდღიური პროცესების ხელშეწყობა ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ციფრული სერვისების განახლება და ბიზნეს მობილბანკის ფუნქციონალების გამრავალფეროვნება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მომხმარებლებმა ნებისმიერი ადგილიდან შეძლონ საჭირო საბანკო სერვისებით ოპერატიულად სარგებლობა. საქართველოს ბანკის ციფრული სატენდერო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საბრუნავი კაპიტალის გამოთავისუფლებაა - ბიზნესებს ტენდერის დასრულებამდე თანხის საკუთარ ანგარიშზე გაყინვა ან უზრუნველყოფის სახით ქონების დატვირთვა არ უწევთ. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური რესურსი თავისუფლად მიმართონ მიმდინარე ოპერაციების საწარმოებლად” - აცხადებს ლევან თეთრაძე, საქართველოს ბანკის Product Owner ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებაში.

სატენდერო გარანტიით სარგებლობისთვის ეწვიეთ ბიზნეს მობილბანკს ან ბიზნეს ინტერნეტბანკს.

გამოგვყევით