logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"შუა დერეფნის ეფექტიანობის გაუმჯობესება მხოლოდ მსხვილ ინვესტიციებზე არ არის დამოკიდებული, აუცილებელია გაციფრულება"

"შუა დერეფნის ეფექტიანობის გაუმჯობესება მხოლოდ მსხვილ ინვესტიციებზე არ არის დამოკიდებული, აუცილებელია გაციფრულება"

1790884800

შუა დერეფნის მოდერნიზაციის მთავარი გამოწვევა ქვეყნებს შორის ერთიანი სტრატეგიისა და შეთანხმებული მოქმედების უზრუნველყოფაა. როგორც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან სულაბერიძემ „ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ინფრასტრუქტურული გეგმების ერთმანეთთან შეთანხმება.

მისი თქმით, დერეფანი რამდენიმე განსხვავებულ სატრანსპორტო მონაკვეთს აერთიანებს და თითოეულ მათგანზე არსებული ე.წ. „ვიწრო ყელი“ საბოლოოდ მთლიანი მარშრუტის ეფექტიანობაზე აისახება. ამიტომ, ცალკეული ქვეყნების ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონულ სტრატეგიაში უნდა გაერთიანდეს.

სულაბერიძის შეფასებით, ინფრასტრუქტურული პროექტები დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, თუმცა დერეფნის ეფექტიანობის გაუმჯობესება მხოლოდ მსხვილ ინვესტიციებზე არ არის დამოკიდებული. მისი თქმით, უკვე შესაძლებელია სატრანზიტო გადაზიდვების საბაჟო პროცედურების გამარტივება და დერეფნის გაციფრულება.

კიდევ ერთ გამოწვევად ის ერთიანი სატარიფო სისტემის არარსებობას ასახელებს. მისი თქმით, საჭიროა ტარიფებისა და პროცედურების კოორდინაცია, რათა გადაზიდვები უფრო გამჭვირვალე და ნაკლებად ხარჯიანი გახდეს. ასევე, შესაძლებელია სანებართვო მოსაკრებლებისა და სხვა ცალკეული პროცედურების გამარტივება.

ნია ბაკურაძე 

გამოგვყევით