logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოს რკინიგზის მიერ შესყიდული 200 ახალი ვაგონის მოწოდება მალე დასრულდება" - თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის მიერ შესყიდული  200 ახალი ვაგონის მოწოდება ძალიან მალე დასრულდება. როგორც თამარ იოსელიანმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ლოკომოტივების მიმართულებითაც გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი.

"საქართველოს რკინიგზაში სრულად განახლდა მენეჯმენტი. დავიწყეთ შესაბამისი შესყიდვის პროცედურები როგორც ლოკომოტივების, ისე ახალი შემადგენლობების თვალსაზრისით, რკინიგზაში ინერგება ახალი სისტემები. ჩვენ უკვე 200 ახალი ვაგონი შევისყიდეთ და მოწოდება ძალიან მალე დასრულდება. ლოკომოტივების მიმართულებით გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი და ამ მიმართულებით იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. რკინიგზაში 1 მლრდ ლარზე მეტის ინვესტირება მოხდა, რომ ეფექტიანობა გაიზარდოს და ჩვენ შევძლოთ შუა დერეფანს შესაბამისი სიმძლავრეებით მოვემსახუროთ.  რკინიგზა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რა რაოდენობის ტვირთიც არის დერეფანში, მოემსახუროს ეფექტიანად,"-აღნიშნა თამარ იოსელიანმა. 

მისივე განმარტებით, საქართველოს რკინიგზაში ბოლო ერთ წელში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რის შედეგადაც, იანვარი-აგვისტოს პერიოდში რკინიგზა რეკორდული რაოდენობის ტვირთს მოემსახურა.

„საქართველოს რკინიგზა  არის ცალსახად ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა და ხერხემალი. რომელიც შუა დერეფნის გამტარუნარიანობას ხელს უწყობს. რვა თვის მონაცემებთ, საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვის კუთხით 11%-იანი მატება გვაქვს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და წლის ბოლომდე ველით ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტიპის ტვირთთან დაკავშირებით გვაქვს მატება,"-აღნიშნა თამარ იოსელიანმა. 

გამოგვყევით