logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

FMCG ბაზრის ლიდერი "დეილი ჯგუფი", ქსელური ბაზრის 27.3%-ს იკავებს - Galt&Taggart

FMCG ბაზრის ლიდერი "დეილი ჯგუფი", ქსელური ბაზრის 27.3%-ს იკავებს - Galt&Taggart

1791180750

"დეილი ჯგუფი" ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.ამის შესახებ galt & Taggart-ის FMCG  ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.  მეორე ადგილზეა "2 ნაბიჯი" - რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო
მესამეზე - ნიკორა.

საინვესტიციო ბანკის კვლევით, "დეილი ჯგუფის" წილი მთლიან ბრენდული ბაზარის შემოსავლებში 27.3% იყო შემდეგ მოდის "2 ნაბიჯი" 20.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე "ნიკორა" - 15.9%-იანი წილით. 

თბილისში ბაზრის ლიდერია "2 ნაბიჯი" - მისი წილი 20.5%-ს შეადგენდა (vs 19.1% 1H25-ში), მეორე ადგილზეა "დეილი ჯგუფი", რომლის წილიც 19.5% იყო (vs 19.2% 1H25-ში); რეგიონებში "დეილი ჯგუფი" კვლავ მკაფიო ლიდერია ბაზრის 37.6%-იანი წილით, თუმცა მისი წილი შემცირებულია 1H25-ის 40.8%-დან. 

ამავე კვლევის მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში, FMCG ბაზრის შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 13.1 მლრდ ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ - 12.8%, არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12.0%-ით, ხოლო სხვა ფორმატების 8.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7.0% შეადგინა. მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა (vs 40.4% 1H25-ში).

ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა (+12.8% წ/წ) ძირითადად არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით იყო განპირობებული (LFL ზრდა 10.3% წ/წ). ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე, ხოლო 43.2% რეგიონებზე მოდიოდა 1H26-ში. ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალი თბილისში ₾1.4 მლნ, რეგიონებში კი ₾1.1 მლნ იყო.

გამოგვყევით