“საქართველოს ბანკის” ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, EFSE-ს მხარდაჭერით, ბათუმში სალომე არღვლიანის ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. ინფორმაციას “საქართველოს ბანკი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, მასში მონაწილეობა 40-მდე ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო.
“მეწარმე ქალები გაეცნენ ბიზნესის განვითარების ხუთ კრიტიკულ საფეხურს და თითოეულ მათგანზე არსებულ ძირითად გამოწვევებს. განიხილეს, თუ რა არის ლიდერის მთავარი დანიშნულება ბიზნესის ზრდის სხვადასხვა ფაზაში, როგორ იცვლება თავად ლიდერი და, შედეგად, როგორ ცვლის ის ბიზნესს. ვორკშოპზე ისაუბრეს იმაზეც, როგორ აღმოაჩინონ საკუთარი ლიდერობის მოდელი, მისი გამოწვევები და შესაძლებლობები.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც თანამშრომელთა ლოიალობისა და ჩართულობისა ასამაღლებლად გამოიყენება.
“საქართველოს ბანკი” ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, მეწარმეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს ქმნის. ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერია სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მონაწილეებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
ბიზნეს 360˚-ის პლატფორმის ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ “საქართველოს ბანკის ვებგვერდს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.