logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"სექტემბერში სასურსათო და არასასურსათო კალათების ღირებულება შემცირდა" - GCCA

"სექტემბერში სასურსათო და არასასურსათო კალათების ღირებულება შემცირდა" - GCCA

1790931777

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ცნობით, სექტემბრის განმავლობაში www.ekalata.gov.ge-ზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათისა და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა.

სააგენტოს განმარტებით, სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37.45 ლარს შეადგენდა, ხოლო თვის ბოლოს 35.82 ლარამდე შემცირდა.

“კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 29-30 სექტემბერს დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარ კალათას, მისი ყველაზე დაბალი ღირებულება 10 სექტემბერს დაფიქსირდა და 25.57 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს კალათის ღირებულება 26.17 ლარი იყო. საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა, ხოლო 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება - 4.4%-ით",-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნან ინდივიდუალური კალათა და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

"პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალიც, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელის ფილიალის მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე ამ დროისათვის 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: „აგროჰაბი“, „ამბარი“, „კარფური“, „დეილი“, „გუდვილი“, „გვირილა“, „კალათა“, „ლიბრე“, „მაგნიტი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „უნივერსამი“, „ზღაპარი“ „სუფთა სახლი" და „ევროპროდუქტი",-აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოგვყევით