logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ირაკლი კობახიძე - წალენჯიხაში მდებარე სქურის გზის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება

ირაკლი კობახიძე - წალენჯიხაში მდებარე სქურის გზის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება

1782481007

მიმდინარეობს წალენჯიხაში მდებარე სქურის გზის პროექტირება, სექტემბერში გამოცხადდება ტენდერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.

„ბატონ ირაკლი ზარქუას ჰქონდა კითხვა წალენჯიხასთან დაკავშირებით - სქურის გზა, მიმდინარეობს პროექტირება, არაერთხელ დაისვა ეს საკითხი ბატონი ირაკლის მიერ. წლებია, უკვე ამაზე საუბრობს და მიაღწია თავისას. მიმდინარეობს პროექტირება, სექტემბერში გამოცხადდება უკვე ტენდერი და წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. ჯგალის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ წინ წავიწიეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტიც სათანადოდ განხორციელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.

გამოგვყევით