logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ირაკლი კობახიძე - მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების სახიფათო ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა,

ირაკლი კობახიძე - მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების სახიფათო ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა,

1782478256

მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების სახიფათო ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოეწყო სარკოფაგი 50 500 მეტრი კუბის მოცულობის დარიშხანის შემცველი ნარჩენების კონსერვირებისთვის.

„მიმდინარეობს ორი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სამშენებლო სამუშაოები ქვემო ქართლსა და სამეგრელოში.

მიმდინარეობს ოთხი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. ეს ფარავს შემდეგ რეგიონებს: მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოგვყევით