logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თბილისი ცენტრალის" რეკონსტრუქციის პროექტი წლის ბოლოს დასრულდება" - ლევან ყარალაშვილი

"თბილისი ცენტრალის" რეკონსტრუქციის პროექტის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. როგორც "თბილისი ცენტრალის" და "საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის" დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება რკინიგზის ბაქნების ტერიტორიის ნაწილი და შეიქმნება ახალი სივრცეები.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად სავაჭრო ცენტრი სრულად დატვირთულია, ხოლო რეკონსტრუქციის პროექტის დასრულების შემდეგ დამატებითი სივრცეები გაჩნდება.

"ბიზნესი სტაბილურია. წინა წელთან შედარებით გაყიდვების მცირე ზრდა ფიქსირდება და მეორე კვარტალის ზუსტი მონაცემები ივლისის ბოლოს გვეცოდინება. მოგეხსენებათ, რომ "თბილისი ცენტრალის" სპეციფიკა საყოფაცხოვრებო ტექნიკაა და შესაბამისად, სწორედ ამ მიმართულებით შეიმჩნევა ზრდა. ამასთან, ჩვენთან საშუალო დონის ბრენდებია განთავსებული და ისინიც საკმაოდ კარგად მუშაობენ. 

ამჟამად, სავაჭრო ცენტრი 100%-ით დატვირთულია. ამჟამად, ვახორციელებთ რეკონსტრუქციის პროექტს, რომლის ფარგლებში მოწესრიგდება რკინიგზის ბაქნების ტერიტორიის ნაწილი და მომავალ წელს ახალი სივრცეებით შევხვდებით მომხმარებლებს. მათ შორის, მოეწყობა სხვადასხვა საზოგადოებრივი სივრცე, კვების ობიექტი და სხვა. აღნიშნულ პროექტში 10 მლნ ლარის რეინვესტირებას ვახორციელებთ", - აცხადებს ლევან ყარალაშვილი. 

ცნობისთვის, "თბილისი ცენტრალის" განახლების პროექტს „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია“ ახორციელებს.

გამოგვყევით