"2026 წლის იანვარ-აპრილში გაზრდილი იმპორტდამოკიდებულება და მაისის შემცირებული ექსპორტი ქვეყნის ენერგოსისტემის სეზონურ გამოწვევებს ხაზს უსვამს" - ამის შესახებ Galt & Taggart-ის საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარის კვლევაშია ნათქვამი.
როგორც ინფორმაციიდან ვიგებთ, 2026 წლის მაისში, ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტი 73.1%-ით შემცირდა და 0.05 ტვტ.სთ გახდა.
"შედეგად, ჯამურმა მოთხოვნამ 8.6%-ით იკლო 1.2 ტვტ.სთ-მდე. მაისი ისტორიულად საექსპორტო თვეა, რაც ჰიდროსადგურების სეზონურობითაა გამოწვეული. 2026 წლის მაისში, მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, ელექტროსისტემამ ელექტროსადგურების მუშაობა შეზღუდა, რის გამოც ადგილობრივმა გენერაციამ წლიურად 9.5%-ით იკლო. ექსპორტის მკვეთრი კლება თურქეთის ბაზარზე ფასების ისტორიულ მინიმუმამდე - საშუალოდ 1.8 აშშ ცენტ/კვტ.სთმდე შემცირებამ განაპირობა, რაც ხელსაყრელ ჰიდროლოგიურ პირობებსა და მზის გენერაციის ზრდას უკავშირდება. თურქეთში მზის სიმძლავრეების ზრდამ შესაძლოა ზაფხულის ფასებზე ზეწოლა მომავალშიც შეინარჩუნოს, თუმცა ეფექტი ბაზრისა და ჰიდროლოგიურ პირობებზეც იქნება დამოკიდებული", - ნათქვამია კვლევაში.