logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს" გრანტის მიღების და მისი გაცემის უფლებამოსილება მიეცემა

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს" გრანტის მიღების და მისი გაცემის უფლებამოსილება მიეცემა

1782226611

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს" გრანტის მიღების და მისი გაცემის უფლებამოსილება მიეცემა   - ამას ითვალისწინებს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა  პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო.

საკითხზე მომხსენებლის,გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით,  საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი 2025 წელს აკრედიტებული იქნა კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდის მიერ, რომლის საერთო შემოწირულებები 22 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მწვანე კლიმატის ფონდი არის გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფინანსური მექანიზმი და აფინანსებს ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროექტებს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პარტნიორ ორგანიზაციად განიხილება საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

გამოგვყევით