logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი მცირეა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სერვისის დაბალი ხარისხია" - "ბორანი"

სამწუხაროდ, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი საქართველოსი ძალიან ცოტაა, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მოუწყობლობაზე და სერვისის დაბალ ხარისხზე, - ამის შესახებ ქართული სერვისისა და მომსახურების მიმწოდებელი კომპანია "ბორანის"  თანადამფუძნებელმა  კოტე ქიტიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად, საშუალო სეგმენტის ტურისტი ჩამოდის.

"ჩვენი საქმიანობა სეზონურია. ცუდი ამინდების გამო შეიძლება ითქვას, რომ სეზონი ახლა დაიწყო. ვნახოთ რა იქნება. წინა წელს, რომ შევადაროთ ვერ ვიტყვით, რომ დიდი სხვაობაა. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, შეიცვალა ტურისტული სეგმენტი. ადრე თუ არაბული ქვეყნებიდან ბევრი ტურისტი გვხვდებოდა ახლა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე მათი რაოდენობა შემცირებულია. გარდა ამისა, შემცირებულია ტურისტების რაოდენობა სამხრეთ კორეიდან. ამჟამად, ვიზიტორების უმრავლესობა ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არიან", - აღნიშნა კოტე ქიტიაშვილმა. 

მანვე აღნიშნა, რომ "ბორანი" მიმდინარე წელს რაიმე დიდი ინვესტიციის განხორციელებას და სერიოზულ ცვლილებებს არ გეგმავს. 

ცნობისთვის, "ბორანი" მტკვარზე 2015 წელს გამოჩნდა და ამ ეტაპზე 1 ბორანი და 2 კატამარანი ჰყავს. თუმცა  კომპანია სამომავლოდ მცურავი საშუალებების დამატებას გეგმავს. 

გამოგვყევით