logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"გასტრონომიის სააგენტოს შექმნა ხელს შეუწყობს ტრადიციული გასტრონომიის წარმოჩენას" - ნატალია კვაჭანტირაძე

გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნა ხელს შეუწყობს ტრადიციული გასტრონომიის წარმოჩენას, რითაც ასე ვამაყობთ და ვცდილობთ, ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, - ამის შესახებ ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატალია კვაჭანტირაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა, რომელი კერძო სექტორის დღეს გახდა ცნობილი მისასალმებელია.

"ნებისმიერი ავთენტური მიმართულება ხაზგასმით მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის. ყველა მიმართულებას აქვს ე.წ. ორგანიზაცია, რომელიც მას კურირებს. მაგალითად, ძეგლთა დაცვას, ღვინოს და ა.შ. შესაბამისად, გასტრონომია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლითაც ვპოზიციონირდებით ხოლმე საერთაშორისო ბაზრებზე. ეს ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის, ავთენტურობის და ჩვენი ტრადიციული გასტრონომიის წარმოჩენას, რითაც ასე ვამაყობთ და ვცდილობთ, ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ”, - აცხადებს ნატალია კვაჭანტირაძე.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის. შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

გამოგვყევით