ძველ თბილისში, სამღებროს ქუჩა #9/11-ში, ლუდი „ეფესის“ პარტნიორობით, გასტრონომიული სივრცე „ხაშერია“ დაბრუნდა, სადაც მენიუ შეფ თეკუნა გაჩეჩილაძის საავტორო კერძებს აერთიანებს. რესტორანი სტუმრებს ტრადიციული ქართული გემოების თანამედროვე ინტერპრეტაციას, გამორჩეულ გარემოსა და სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს.

„ხაშერიას“ დაბრუნებით კიდევ ერთი სივრცე შეემატა დედაქალაქს, სადაც ქართული კულინარული ტრადიციები და თანამედროვე მიდგომები ერთმანეთს ორგანულად ერწყმის. გახსნის ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ლუდ „ეფესთან“ ერთად დაეგემოვნებინათ მრავალფეროვანი საავტორო კერძები.

„ლუდი “ეფესის” მხარდაჭერით გაიხსნა გასტრონომიული სივრცე „ხაშერია“, რომელიც უდავოდ გახდება ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი თბილისში. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ ლუდ „ეფესთან“ ერთად დააგემოვნონ თეკუნა გაჩეჩილაძის კერძები ძალიან სასიამოვნო გარემოში და დრო მეგობრებთან ერთად გაატარონ. ლუდი “ეფესი” ატარებს ხმელთაშუაზღვისპირულ ხასიათს. მას მოაქვს სიცოცხლით სავსე ენერგია, რომელიც ხმელთაშუა ზღვის კულტურას განსაზღვრავს. ამ ენერგიასა და ხასიათს ყველა ბოთლით გადმოსცემს. მას შეუძლია ჩვეულებრივი მომენტები უფრო განსაკუთრებულად აქციოს: უფრო ცოცხლად, უფრო თავისუფლად, უფრო დასამახსოვრებლად - და ყოველი შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო გამოცდილებად აქციოს,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
