logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

20 ივლისიდან ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო ამოქმედდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი სააგენტო შეიქმნება.

მთავრობის დადგენილებით, 20 ივლისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო.

უწყება სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, სააგენტოს ხელმძღვანელს მინისტრი დანიშნავს და მის დებულებას დაამტკიცებს.

სააგენტოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ქონება და საბიუჯეტო დაფინანსება კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება.

გამოგვყევით