logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9% შეადგინა - "საქსტატი"

I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9% შეადგინა - "საქსტატი"

1781857011

"საქსტატის" ცნობით, 2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 2026 წლის I კვარტალში 2.3 პროცენტით განისაზღვრა.

2026 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (36.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (5.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.5 პროცენტი).

კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.3 პროცენტი) და მშენებლობა (-2.0 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.2 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (10.4 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.2 პროცენტი), განათლება (6.5 პროცენტი), მშენებლობა (6.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.9 პროცენტი).

გამოგვყევით