logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მთავრობა გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს ქმნის

საქართველოს მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის. შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა

დადგენილების მიხედვით, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს.  ამასთან, ამავე დადგენილებით ირკვევა,რომ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს ახალი სააგენტოს უფროსის დანიშვნა. 

დადგენილება 20 ივლისიდან ამოქმედდება.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბიუჯეტო კლასიფიკაციაში შესაბამისი პროგრამული კოდის დამატება,"-ნათქვამია გამოქვეყნებულ დადგენილებაში.  

გამოგვყევით