logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ლევან ჟორჟოლიანი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო

ლევან ჟორჟოლიანი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო

1781517019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოღებული იქნას ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირებული იქნას ელექტროენერგიის მოხმარება, -  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გამოვლენილი იქნას ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები.

„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოღებული იქნას ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირებული იქნას ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც 133 მლნ კილოვატ/საათს აჭარბებდა, რაც მესტიის ზომის მუნიციპალიტეტისთვის არარეალურია. ეს უნდა იყოს მაქსიმუმ 7-10 მლნ კილოვატ/საათი. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გამოვლენილი იქნას ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები“, -  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გამოგვყევით