logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"თუ შესაბამისი კონტროლი არ იქნება, მაგისტრალებზე სასწორის დაყენებას აზრი არ აქვს" - პაატა ტრაპაიძე

კომპანია "კავკაზუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელის პაატა ტრაპაიძის განცხადებით, გზის დაპროექტებისას აუცილებელია მისი მზიდუნარიანობის განსაზღვრა და წინასწარ დადგენა თუ რა ტიპისა და რა ზომის ავტომობილები იმოძრავებენ აღნიშნულ გზაზე.

პაატა ტრაპაიძე მიესალმება ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის მიერ გაცხადებულ სიახლეს, რომლის მიხედვით მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება, თუმცა როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, თუ შესაბამისი კონტროლი არ იქნება, მაგისტრალებზე სასწორის დაყენებას აზრი არ აქვს. 

"მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში გადატვირთული მანქანებით გადაადგილება, რასაც საკმაოდ ხშირად ვხვდებით საქართველოში, არ ხდება.

მე სრულებით ვეთანხმები, რომ უნდა დაინერგოს სპეციალური სასწორები, რადგან სხვანაირად რაც არ უნდა გააკეთო, გზა მაინც ძალიან მალე გაფუჭდება.

აქამდე მსგავსი პროექტის მცდელობები იყო, თუმცა ბოლომდე არ განხორციელდა. ვფიქრობ, რომ კონტროლის მექანიზმიც ადეკვატური უნდა იყოს, რადგან რა აზრი აქვს სასწორის დაყენებას თუ მაინც გაატარებ არასწორად დატვირთულ მანქანას. სასწორმა უნდა შექმნას ის შიში, რომ თუ მე არასწორად მაქვს დატვირთული მანქანა და გაცილებით მეტი ტვირთი მიდის, მე ამ გზაზე არ შემიშვებენ", - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება, რომლებიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებენ.

გამოგვყევით