logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ყირგიზეთთან რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ" - მინისტრი

"ყირგიზეთთან რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ" - მინისტრი

1781259417

„ყირგიზეთთან რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამთავრობო დელეგაციის ყირგიზეთში გამართული შეხვედრებისა და მიღწეული შეთანხმებების შეფასებისას. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საწინდარი გახდება.

„ვიზიტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არსებობაზე, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებისა თუ ხალხთა შორის ურთიერთობის გამყარებისთვის. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები აღნიშნულთან მიმართებაში და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი დამატებითი სტიმულის მიმცემი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდებში უკვე ვიხილოთ პირდაპირი ფრენები დედაქალაქებს შორის“, - განმარტა მინისტრმა.

გამოგვყევით