logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Micron-ის რეკორდული ზრდა - აქციები ერთ დღეში 19%-ით გაიზარდა

Micron-ის რეკორდული ზრდა - აქციები ერთ დღეში 19%-ით გაიზარდა

1780149480

ამერიკული ჩიპების მწარმოებელი კომპანია Micron Technology ისტორიაში პირველად, ტრილიონ დოლარიან კომპანიად იქცა.

კომპანიის აქციები ერთ დღეში თითქმის 19%-ით გაიზარდა, რაც ხელოვნური ინტელექტის ბუმმა და მეხსიერების ჩიპებზე გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია.

Reuters-ის ინფორმაციით, ინვესტორები უკვე მხოლოდ Nvidia-სა და GPU მწარმოებლებზე აღარ არიან კონცენტრირებულები — ახლა ყურადღება memory chip სექტორზე გადავიდა, რადგან AI სისტემებს უზარმაზარი მოცულობის მონაცემების დამუშავება და შენახვა სჭირდება. სწორედ ამ პროცესში გახდა Micron ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე.

ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიის ზრდა განსაკუთრებით გააძლიერა High-Bandwidth Memory (HBM) ჩიპებზე მოთხოვნამ, რომლებიც AI სერვერებისთვის გამოიყენება. Micron-მა უკვე განაცხადა, რომ მისი 2026 წლის HBM წარმოება სრულად გაყიდულია და შემდეგი თაობის HBM4 ჩიპების წარმოებასაც იწყებს.

თამარ გაზდელიანი 

გამოგვყევით