logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მზარდია ვაჭრობა, ვფიქრობთ, ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით"

"საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მზარდია ვაჭრობა, ვფიქრობთ, ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით"

1781258588

ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის ჩვენ კოლეგებთან, ისევე როგორც ლიდერებს შორის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა განხორციელებაც საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ქვეყნებს შორის მზარდია ვაჭრობა. ზოგადად ჩვენსა და ყირგიზეთს შორის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით. ამავდროულად ბევრი ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს უშუალოდ შუა დერეფნის კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია ის სტრატეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს უშუალოდ საპორტო, ისევე როგორც სხვა სარკინიგზო, ისევე როგორც სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მინისტრმა.

გამოგვყევით