logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"Kanye West-ის კონცერტზე ვვარაუდობთ, რომ 30 000-მდე ტურისტი დაესწრება" - ციცი იაშვილი

Kanye West-ის კონცერტზე ვვარაუდობთ, რომ 30 000-მდე ტურისტი დაესწრება, - ამის შესახებ "სთარინგ ჯორჯიას" სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიულმა ხელმძღვანელმა ციცი იაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ტურისტების უდიდესი ნაწილი ევროპული ქვეყნებიდან იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. 

"სთარინგ ჯორჯია" მეოთხე მუსიკალური სეზონის მთავარი ღონისძიებისთვის ემზადება, რომელიც 2 დღეში გაიმართება. მჯერა, რომ ეს იქნება ის დღე და მოვლენა, რომელიც ძალიან ხმამაღალი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და არამხოლოდ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ბოლო პერიოდში ყველაზე განხილვადი შოუ შექმნა. 

ღონისძიებას საკმაოდ დიდი რაოდენობის ტურისტი დაესწრება, რაც პასუხია იმაზე, თუ რამდენად მზარდი და მოთხოვნადია ეს სფერო. 4 წლის განმავლობაში დავინახეთ, რომ სტატისტიკა ყველანაირ კითხვას პასუხობს და ციფრები ყოველ წლიურად მზარდია. დაახლოებით, 4 000 ბილეთი ტურისტულ სააგენტოებზე გვაქვს გაყიდული, რადგან გვინდოდა მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი, რომ გასართობი ინდუსტრია როგორც ახალი ტურისტული მიმართულება ჩამოყალიბებულიყო. დაახლოებით, 1500 ბილეთი გვაქვს სომხეთში გაყიდული ჩვენი პარტნიორი პლატფორმის დახმარებით და დაახლოებით, 5000 უცხოელს აქვს ბილეთი ნაყიდი ე.წ. პრესეილზე. ასევე, საკმაოდ დიდი ციფრი არის გერმანიიდან და ჰოლანდიიდან და ასევე, გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან. 

აქ მნიშვნელოვანია ის, რომ განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა საქართველოს მიმართ იმ ქვეყნებში, სადაც Kanye West-ის კონცერტი უნდა ჩატარებულიყო და გაუქმდა, მათ შორის, არის საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი", - აცხადებს ციცი იაშვილი. 

ცნობისთვის, 12 ივნისს Kanye West-ი (Ye) საქართველოს ეწვევა.  მუსიკალური შოუ თბილისში, „დინამო არენაზე“, პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების წინასწარი გაყიდვა 11 მაისს დაიწყო. კონცერტის ბილეთების ფასი 270 ლარიდან იწყებოდა და 1600 ლარს აღწევდა. Kanye West-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები რეკორდულ დროში - 8 საათში გაიყიდა.

გამოგვყევით