logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

პაატა კოკაია: უძრავი ქონების ბაზარზე 8%-იანი ზრდის პროგნოზი რეალურია

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა გაგრძელდება. "ინნ ჯგუფის" დამფუძნებლის პაატა კოკაიას განცხადებით, 8%-იანი ზრდის პროგნოზი რეალურია. 

მისი თქმით, ფასების ზრდაზე გავლენას სამშენებლო მასალების, ლოგისტიკისა და სამუშაო ძალის გაძვირება ახდენს. 

"თუ 2020 წელს შევადარებთ, თითო ბინის ფასი 62%-ით არის გაზრდილი, თუმცა წინა წელთან შედარებით 3-4%-ია სხვაობა თბილისში. ფაქტობრივად სტაგნაციაა, 3-4% არ არის დიდი ზრდა დოლარში.

10%-იანი სხვაობა მაინც უნდა იყოს, ადამიანი ფულს რომ დებს, კარგი იქნება თუ მისი ქონება 10%-ით გაიზრდება", - აცხადებს პაატა კოკაია "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. 

გამოგვყევით