logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

SoftBank-ი აზიის კორპორაციულ ბაზარზე რეკორდული გარიგებისთვის ემზადება - Reuters

SoftBank-ი აზიის კორპორაციულ ბაზარზე რეკორდული გარიგებისთვის ემზადება - Reuters

1790006280

იაპონური საინვესტიციო ჯგუფი 11 მილიარდი დოლარის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი აქვეყნებს. 

თუ გარიგება დაგეგმილი მოცულობით შედგა, ეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და იაპონიაში არაფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ყველაზე დიდი ობლიგაციები იქნება.

SoftBank მოზიდული თანხის ძირითად ნაწილს OpenAI-ში ახალი ინვესტიციისთვის გამოიყენებს. იაპონური ჯგუფი ხელოვნური ინტელექტის კომპანიაში დამატებით 10 მილიარდი დოლარის ჩადებას გეგმავს. ინვესტიციის მესამე ეტაპის დასრულება 1 ოქტომბერს არის მოსალოდნელი.

11 მილიარდი დოლარიდან 10 მილიარდი დოლარის ობლიგაციები დოლარში, 1 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი კი ევროში იქნება. ინვესტორებს თანხის უკან დაბრუნება 3,5-დან 7,5 წლამდე პერიოდში მოუწევთ.

ობლიგაციების პირობების საბოლოოდ განსაზღვრა 24 სექტემბერს, თანხის გადარიცხვა კი 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა აღნიშნულ ემისიას „BB+“ რეიტინგი მიანიჭა.

ნია ბაკურაძე 

გამოგვყევით