CNBC-ის ცნობით, გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ჩინურ ავტომწარმოებლებს აშშ-ში ქარხნების გახსნისა და ავტომობილების წარმოების უფლება მისცეს. ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის შეხვედრა მომავალ კვირას არის დაგეგმილი.
აღნიშნულ ინიციატივას აშშ-ის საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლები მწვავედ ეწინააღმდეგებიან. მათი შეფასებით, ჩინური კომპანიებისთვის აშშ-ში წარმოების უფლების მიცემა „სამართლიან კონკურენციას შეასუსტებს და საფრთხეს შეუქმნის იმ პროგრესს“, რომელსაც ადმინისტრაციამ საკვანძო ინდუსტრიებში „ჩინეთის დომინირების“ თავიდან ასაცილებლად მიაღწია.
ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება ქვეყნის ექვსი სავაჭრო ასოციაციის ხელმძღვანელიც. ეს გაერთიანებები აშშ-ში მოქმედ პრაქტიკულად ყველა მსხვილ ავტომწარმოებელს (მათ შორის Tesla-სა და უცხოურ კომპანიებს), ასევე ქვეყნის მასშტაბით არსებულ დაახლოებით 17 000 ავტოდილერს წარმოადგენენ.
თამთა ცერცვაძე