Apple-ის მაღაზიების თანამშრომლები იტალიის რამდენიმე ქალაქში სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გაფიცვა სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როდესაც კომპანია მსოფლიოში ახალ iPhone 18 Pro-სა და iPhone 18 Pro Max-ს ყიდვაში უშვებს.
პროფკავშირების ინფორმაციით, აქცია დაახლოებით 1 600 თანამშრომელსა და იტალიის 17 Apple Store-ს შეეხო. თანამშრომლები დამატებითი პერსონალის დაქირავებას, დროებითი კონტრაქტების მუდმივით ჩანაცვლებას და ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულებისთვის სამუშაო საათების გაზრდის შესაძლებლობას ითხოვენ.
პროფკავშირების განცხადებით, ახალი პროდუქტების ყოველი გაშვება თანამშრომლებისთვის დამატებით დატვირთვას ქმნის და მათი სამუშაო მოვალეობებიც უფრო ფართოვდება. Apple-ში კი აცხადებენ, რომ კომპანიის საცალო და ონლაინ მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.
ტექნოლოგიური გიგანტი ასევე ამბობს, რომ თანამშრომლებს ინდუსტრიაში კონკურენტულ ანაზღაურებასა და სხვადასხვა სოციალურ ბენეფიტს სთავაზობს. ამ ფონზე, iPhone 18 Pro-ის გაყიდვები დღეს მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო. იტალიაში ახალი მოდელის საწყისი ფასი 1 489 ევროა. Apple-ის პირველი დასაკეცი სმარტფონი — iPhone Duo კი ბაზარზე 23 ოქტომბერს გამოვა.
თამარ გაზდელიანი