logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Tommy Hilfiger-ისა და Guess-ის პირველი აუთლეტ მაღაზიები მთელ კავკასიაში

Tommy Hilfiger-ისა და Guess-ის პირველი აუთლეტ მაღაზიები მთელ კავკასიაში

1789727154

2025 წლის სექტემბერში თბილისთან ახლოს, E60 ავტომაგისტრალის მიმდებარედ, კავკასიის რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯი გაიხსნა. სხვა საერთაშორისო ბრენდებთან ერთად, ამ სივრცეში წარმოდგენილია Tommy Hilfiger-ისა და Guess-ის პირველი აუთლეტ მაღაზიებიც.

აუთლეტში ბრენდის ორიგინალი პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში შეღავათიან ფასად იყიდება, რადგან ასორტიმენტი გასული სეზონებისა და სპეციალურად აუთლეტებისთვის შექმნილი კოლექციებისგან შედგება. ჩვეულებრივ მაღაზიებთან შედარებით სხვაობა 30%-ია, სპეციალური შეთავაზებების დროს კი 70%-მდე აღწევს.

ევროპაში ამ სავაჭრო ფორმატს რამდენიმე ათწლეულის ისტორია აქვს, საქართველოში კი პირველად „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ დაინერგა. და როგორც აღინიშნა, ამ სივრცეში Tommy Hilfiger-ისა და Guess-ის მაღაზიებიც გაიხსნა, სადაც მათი კოლექციები აუთლეტურ ფასად იყიდება.

1985 წელს ნიუ-იორკში დაარსებული Tommy Hilfiger კლასიკური ამერიკული სტილით არის ცნობილი, Guess კი განსაკუთრებით ჯინსის კოლექციებითა და თანამედროვე ყოველდღიური სამოსით გამოირჩევა. ორივე მაღაზიის ასორტიმენტი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს მოიცავს და სეზონების მიხედვით იცვლება.

„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 წუთის სავალზე მდებარეობს, ამიტომ თბილისის მაცხოვრებლებს იქ მისასვლელად დიდი დრო არ სჭირდებათ. საერთაშორისო აეროპორტთან სიახლოვის გამო მისი მონახულება მოსახერხებელია ტურისტებისთვისაც როგორც ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ, ისე გამგზავრებამდე.

Tommy Hilfiger-ისა და Guess-ის გარდა, „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ 40-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის მაღაზია და სხვადასხვა გასტრონომიული ობიექტია წარმოდგენილი.

ბრენდების სრული ჩამონათვალი, სამუშაო საათები და მიმდინარე შეთავაზებები „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

გამოგვყევით