საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოსა და Enterprise Greece-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა და Enterprise Greece-ის ხელმძღვანელმა დიმიტრი სკალკოსმა. დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას და ბიზნესკავშირების განვითარებას ითვალისწინებს.