logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ქალი მეფუტკრეების რაოდენობა იზრდება - მიზეზი ტექნოლოგიური განვითარებაა"

საქართველოში ქალი მეფუტკრეების რაოდენობა იზრდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ალეკო პაპავამ განუცხადა, თუ ადრე ეს საქმიანობა, მისი სირთულიდან გამომდინარე, მხოლოდ მამაკაცთან ასოცირდებოდა, დღეს ამ ინდუსტრიაში ტენდენციები შეცვლილია.

„მეფუტკრეობის დარგის მიმართ ქალი მეწარმეების ინტერესის ზრდა ტექნოლოგიურმა განვითარებამ განაპირობა, რამაც შედარებით იოლი გახადა ქალების ჩართვა ამ სექტორში. აღსანიშნავია, რომ ქალ მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, არა მხოლოდ თაფლი აწარმოონ, არამედ - მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებიც, მათ შორის - ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი, თაფლის სანთლები და სხვა“, - აღნიშნა ალეკო პაპავამ.

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ინფორმაციით, დღეისათვის, საქართველოში ჯამში, 16 ათასზე მეტი მეფუტკრეა რეგისტრირებული, თუმცა, აქედან ქალების წილი, ჯერჯერობით, ძალიან დაბალია.

გამოგვყევით