logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მაღაზია "ქრონოგრაფი" ფართოვდება

მაღაზია "ქრონოგრაფი" ფართოვდება

1790087280

თბილისის შუაგულში, თავისუფლების მოედანზე, „ქრონოგრაფის“ ახალი სივრცე გაიხსნა, სადაც Montblanc და Messika არიან წარმოდგენილი. ორივე ბრენდი დამოუკიდებელ Shop-in-Shop სივრცეშია განთავსებული.

"ქრონოგრაფის" გენერალური დირექტორის, თამარ გელაშვილის განცხადებით, ახალი კონცეფცია თბილისში პირველად გამოიყენეს. მისი თქმით, ეს კომპანიის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, პარალელურად კი სხვა საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

გელაშვილის შეფასებით, საქართველოში პრემიუმ სეგმენტი ეტაპობრივად იზრდება, რასაც საერთაშორისო ბრენდების მიმართ გაზრდილი მოთხოვნაც ცხადყოფს. კომპანიის მონაცემებით, „ქრონოგრაფის“ პროდუქციაზე გაყიდვები ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება.

ბაზრის გაფართოების ერთ-ერთ შესაძლებლობად კომპანია ტურიზმსაც განიხილავს. „ქრონოგრაფში“ მიიჩნევენ, რომ თბილისში საერთაშორისო ლუქს-ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ტურისტებისთვის ქალაქის არჩევის ერთ-ერთ ფაქტორად ყალიბდება. დღეს მომხმარებლების უმრავლესობა ქართველია, თუმცა უახლოეს პერიოდში ტურისტების წილის ზრდას ელიან.

„ქრონოგრაფი“ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და მის პორტფოლიოში ამჟამად 30-ზე მეტი მსოფლიოს წამყვანი ბრენდია წარმოდგენილი, მათ შორისაა:  Chopard, Breguet, Bovet, Zenith, Breitling, Jaquet Droz, IWC Schaffhausen, Buben&Zorweg, Baume et Mercier, Schoeffel, Giovanni Ferraris, Panerai, Romain Jerome, Jaeger LeCoultre და ა.შ.

ნია ბაკურაძე 

გამოგვყევით