logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი კიდევ შემცირდა

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი კლების ტენდენციას ინარჩუნებს.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2026 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდს მოიცავს, ქვეყნიდან საერთაშორისო ბაზრებზე 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილი გაიყიდა, რაც თითქმის 22%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, რა დროსაც, საქართველოდან 1.7 მილიარდი დოლარის მანქანა იყო ექსპორტირებული.

ავტომობილების რეალიზაცია შემცირებულია ყველა ძირითად საექსპორტო ბაზარზე, საუბარია - ყაზახეთზე, ყირგიზეთსა და აზერბაიჯანზე.

მანქანების რეექსპორტის ჯამურ მაჩვენებლებთან ერთად, შემცირებულია ავტო იმპორტიც. კერძოდ, ამავე საანგარიშო პერიოდში, საქართველოში 2.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები იმპორტირდა, ანუ 12.5%-ით ნაკლები, ვიდრე გასულ წელს. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარის ღირებულების მანქანა შემოვიდა.

მსხვილ ავტოიმპორტიორ კომპანიებში ავტომობილების იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლების კლებას ქვეყანაში ამოქმედებულ განბაჟების ახალ ტარიფებს უკავშირებენ, რომლებიც ძალაში 2026 წლის პირველი აპრილიდან შევიდა.

გამოგვყევით