logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია"

"ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია"

1781249603

ბუნებრივია, ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამას აქვს მარტივი მიზეზი - საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან.

„საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ყირგიზეთისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთან თანამშრომლობა ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაღრმავება,“- აღნიშნა პრემიერმა.

გამოგვყევით