logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"შინაური ცხოველებისთვის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბაზრის ზრდა შენელდა, მიზეზი ჩინური ონლაინ პლატფორმების პოპულარობაა" - PETSUP

"შინაური ცხოველებისთვის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბაზრის ზრდა შენელდა, მიზეზი ჩინური ონლაინ პლატფორმების პოპულარობაა" - PETSUP

1781338680

შინაური ცხოველებისთვის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელ კომპანია PETSUP-ში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში ბაზრის ზრდა შენელდა.

მათივე  ინფორმაციით, გაყიდვების მოცულობა საუკეთესო პერიოდთან (2022-2023 წლები)  შედარებით დაახლოებით 30%-ით შემცირდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელმა, გიზო სირაძემ განაცხადა, გაყიდვების შემცირების ერთ-ერთ მთავარი მიზეზი ჩინური ონლაინ პლატფორმების, მათ შორის Temu-ს, მზარდი პოპულარობაა. 

"სამწუხაროდ, ხშირად მომხმარებელი ხარისხის ნაცვლად უპირატესობას ბიუჯეტურობას ანიჭებს. ცხადია, ადგილობრივი წარმოების ფასები ჩინური ბაზრისგან განსხვავებულია”, - აცხადებს სირაძე.

მისი ინფორმაციით, მიუხედავად შემცირებული მოთხოვნისა, კომპანია სტაბილურობას ინარჩუნებს და ახალი პროდუქტების განვითარებაზე მუშაობს. ტანსაცმლის სეგმენტში კონკურენცია კვლავ შედარებით დაბალია, რაც ბიზნესის მომგებიანობას მნიშვმელოვნად უწყობს ხელს.

ცნობისთვის, PETSUP-ი ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. დღეს კომპანია საკუთარ საწარმოსა და სამკერვალოს ფლობს, სადაც პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივად იწარმოება.

ნია ბაკურაძე 

გამოგვყევით