logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პრივატიზება შეიზღუდება - კანონპროექტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან სახელმწიფოს მონაწილეობით მოქმედი კომპანიების ბალანსზე რიცხული ძირითადი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მისი დამცავი ზონები მესამე პირზე ვეღარ გაიყიდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული.

ინიციატორების განმარტებით, ცვლილების მიზანია, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო ქსელის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ შენარჩუნება.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, მაგისტრალური რკინიგზა სტრატეგიული მნიშვნელობის აქტივია, რადგან სწორედ ამ ქსელზე ხორციელდება საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვები. შესაბამისად, ცვლილება საკანონმდებლო დონეზე დააფიქსირებს, რომ მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგები და მათი დამცავი ზონები კერძო საკუთრებაში ვერ გადავა.

კანონპროექტით, ქონების გასხვისება აიკრძალება, თუმცა მისი გადაცემა ისევ შესაძლებელი იქნება იმ საწარმოს კაპიტალში, სადაც სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილი აქვს.

გამოგვყევით