უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვაქვს არაერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, როგორც ერთი მხრივ აქტიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, მეორე მხრივ როგორც დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად.
„მინდა გამოვყო მნიშვნელობა ჩვენი ინიციატივის უშუალოდ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის კუთხით. საქართველოს რკინიგზაში მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს რკინიგზის ტვირთნაკადის გამტარობა. ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.