ფეროშენადნობების ექსპორტი 77%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მაისში ქვეყნიდან 130 მილიონი დოლარის ღირებულების ფერო სილიკონ მანგანუმი გავიდა. გასული წლის ხუთ თვეში ქვეყნიდან 74 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა. ფეროშენადნობებს 4%-იანი წილით მეოთხე ადგილი უჭირავს.
ფეროშენადნობების ძირითადი ნაწილი ექსპორტზე მეტწილად, ამერიკასა და თურქეთში გადის.
იანვარ-მაისში ამერიკაში 24 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. თურქეთში კი 22 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა.
მცირე მოცულობებით ექსპორტი სხვა, ათეულობით ბაზარზეც განხორციელდა. საექსპორტო ქვეყნებშია: ალჟირი, აზერბაიჯანი, იტალია, ნიდერლანდები, ესპანეთი და სხვა.