logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ფქვილის სავალდებულო მარკირებაზე გადაწყვეტილებას ველოდებით, მისი სწრაფად მიღება მნიშვნელოვანია" - ლევან სილაგავა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, ფქვილის სავალდებულო მარკირების პროცესი გადაწყვეტის ეტაპზეა.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ლევან სილაგავა განმარტავს, ინიციატივის სწრაფად მიღება ბაზრის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს. 

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართვა ორ სამინისტროსთან - სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროებთან გვქონდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პროცესი გავლილია და უწყება ინიციატივას მხარს სრულად უჭერს, რადგან ის გამჭვირვალობისა და მიკვლევადობის სწორი ინსტრუმენტია. ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს ბრძანებაა საჭირო, რომ ფქვილის სავალდებულო მარკირება იმ ჩამონათვალში შევიდეს, სადაც დღეს მხოლოდ ალკოჰოლური სასმელები შედის. გადაწყვეტილებას ველოდებით, მისი სწრაფად მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ბაზრის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს. შედეგად, ფერმერები ხორბალს წისქვილ-კომბინატებს უფრო ღირსეულ ფასად ჩააბარებენ. ამჟამად, ყველა წისქვილ-კომბინატი მთლიან ბრუნვას სრულად არ აღრიცხავს. ასევე აუცილებელია წისქვილ-კომბინატების რეესტრის შექმნა, რათა პასუხისმგებლობის საკითხი სრულად იყოს დარეგულირებული, როგორც ასოციაციის წევრ, ისე არაწევრ სუბიექტებზე", - აცხადებს ლევან სილაგავა.

ამასთან, იმავე თემაზე "ბარაქას" გენერალურმა დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ ფქვილის სავალდებულო მარკირება ფასზე გავლენას ვერ მოახდენს.

ცნობისთვის, ფქვილის სავალდებულო მარკირება არის მარეგულირებელი მექანიზმი, რომლის მიზანია არალეგალური წარმოების აღკვეთა და ბაზარზე ფქვილის ბრუნვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

გამოგვყევით