ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.
მის სახელს საქართველოში არაერთი პროექტის შექმნა უკავშირდება, მათ შორის, თემურ უგულავას დაფუძნებულია კომპანია "აჭარა ჯგუფი", რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმროთა ქსელს აერთიანებს.
ამავე ჯგუფის მიერ შექმნილია შემდეგი ქართული ბრენდები - "რუმსი" და "სტამბა". ჯგუფის პორტფოლიოშია თბილისის "ჰოლიდეი ინი", "რადიო ქალაქი" და "ფაბრიკა", ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპანია "უდაბნო", რომელიც ნუშის ბაღებს მართავს.