logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი თითქმის გაორმაგდა

საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი თითქმის გაორმაგდა. იანვარ-მაისში ქვეყნიდან 78 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების სასუქები გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  48%-ით მეტია. გასული წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 52.9 მლნ დოლარის ღირებულების სასუქი გავიდა. 

აზოტოვანი სასუქები საექსპორტო ათეულში 2.5%-იანი წილით, მეათე პოზიციაზეა.

ყველაზე დიდი მოცულობით, 19.5 მლნ დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქები უკრაინაში გავიდა, 14 მლნ დოლარს გადააჭარბა პერუში ექსპორტმა. 

აზოტოვანი სასუქები საქართველოდან სხვა ათეულობით საექსპორტო ბაზარზე, მათ შორის ნიგერიაში, ესპანეთში, რუმინეთში, ნამიბიასა და მავრიტანიაში გადის.

 

გამოგვყევით