სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის, თამთა სოფრომაძის ცნობით, 2026 წლისთვის ეროვნული ბანკი ქვეყანაში 6.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.
როგორც თამთა სოფრომაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, ინფლაციის კუთხით აპრილი ერთ-ერთი პიკური თვე იყო.
"ინფლაციის კუთხით აპრილი ერთ-ერთი პიკური თვე იყო, ხოლო მაისში მთლიანი ინფლაცია გარკვეულწილად შემცირდა. მოლოდინია, რომ კლებადი ტენდენცია 2026 წლის მეორე ნახევარშიც გაგრძელდება და ინფლაცია ეტაპობრივად 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას - 2026 წლისთვის ეროვნული ბანკი 6.5%-იან ზრდას პროგნოზირებს, მაშინ როდესაც მანამდე 5%-იან ზრდას ველოდებოდით. აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც აპრილის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა და 2026 წლისთვის 5.7%-იან ზრდას პროგნოზირებს", - აღნიშნავს თამთა სოფრომაძე.