logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მადლობა ყველაფრისთვის" - "საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია" ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებაზე

"მადლობა ყველაფრისთვის" - "საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია" ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებაზე

1782129213

ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ: 

"მადლობა ყველაფრისთვის…მისი წვლილი ქართული პადელის განვითარებასა და პადელის ფედერაციის ჩამოყალიბებაში და წინსვლაში ფასდაუდებელია.პადელის ფედერაცია უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და მადლობას ვუხდით გვერდში დგომისთვის, ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ წვლილისთვის, რომელიც ქართულ პადელს დაუტოვა,"-ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.  მის სახელს საქართველოში არაერთი პროექტის შექმნა უკავშირდება, მათ შორის, თემურ უგულავას დაფუძნებულია  კომპანია "აჭარა ჯგუფი", რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმროთა ქსელს აერთიანებს.

ამავე  ჯგუფის მიერ შექმნილია შემდეგი  ქართული ბრენდები -  "რუმსი" და "სტამბა".  ჯგუფის პორტფოლიოშია  თბილისის "ჰოლიდეი ინი", "რადიო ქალაქი" და "ფაბრიკა", ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპანია "უდაბნო", რომელიც ნუშის ბაღებს მართავს.

გამოგვყევით